არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ვაკის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენის ყუას ისე მოახია, რომ სიის 1 და 2 ნომრები დარჩა ყუაზე და, შესაბამისად, ბიულეტენში ამ ნომრის პარტიები არ აღმოჩდნენ.
როგორც ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ამგვარი ფორმით გაცემული დაზიანებული 11-11 ბიულეტენი აღმოაჩინა როგორც პროპორციულ, ასევე, მაჟორიტარულ არჩევნებზე.
ინფორმაცია რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის დაზიანების შესახებ თავდაპირველად ვაკის მაჟორიტარობის კანდიატმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელიც 2 ნომრით იყრის კენჭს.
ვაკეში, 54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა? ვითომ არ ვარ:-)
Posted by Helen Khoshtaria on Saturday, 31 October 2020