ახალი ამბები

19 საათის შემდეგ რუსთაველზე შევიკრიბებით და იქ დაველოდებით ეგზიტპოლებს – უდუმაშვილი

31 ოქტომბერი, 2020 • 1125
19 საათის შემდეგ რუსთაველზე შევიკრიბებით და იქ დაველოდებით ეგზიტპოლებს – უდუმაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 19:00 საათის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” რუსთაველზე შეიკრიბება და იქ დაელოდება ეგზიტპოლის შედეგებს, რომელც 20 საათზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მოქალაქეებსაც მოუწოდა, შეუერთდნენ ამ შეკრებას, მას შემდეგ, რაც მოიხდიან მოქალაქეობრივ ვალს და ხმას მისცემენ არჩევნებში.

“ერთად ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი