ახალი ამბები

ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო

31 ოქტომბერი, 2020 • 553
ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა – ცესკო

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს, 31 ოქტომბერს, მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

მისივე თქმით, ასევე დროულად გაიხსნა ყველა, 127 სპეციალური უბანიც კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლისათვის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სულ მზადყოფნაშია 3 657 საარჩევნო უბანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი