ახალი ამბებირეკლამა

„ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია“ – თეონა აქუბარდია

29 ოქტომბერი, 2020 • 1177
„ჩვენი სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა , რომელიც დღეს ქვეყანაშია“ – თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, გიორგი ვაშაძე არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში. აქუბარდიას თქმით „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის წევრები სხვადასსხვა სფეროების მიხედვით შეძლებენ გააუმჯობესონ ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარეება. „სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ დღეს საქართველო იმ წყალგამყოფ ზოლზე დგას, რასაც ქვეყნის უკეთესი მომავალი ჰქვია.

„მოხარული ვარ, რომ დღეს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ჩვენ სწორედ იმ წყალგამყოფ ზოლზე ვდგავართ, რასაც ჰქვია ქვეყნის უკეთესი მომავალი და ჩვენ რაც არ უნდა გავაკეთოთ, თქვენი არჩევანის და მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი არ გამოვა. როდესაც ვლაპარაკობთ, რატომ უნდა აირჩიოთ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გიორგი ვაშაძე და რატომ უნდა შემოხაზოთ 27 ნომერი? ძალიან მარტივად, სამი სიტყვით ვიტყვი, რომ ეს არის ლიდერი, რომელსაც დაუოკებელი სურვილი აქვს, ქვეყანა წინ წაიყვანოს და შეცვალოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც 8 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“  ხელისუფლების პირობებში დაგროვდა ქვეყანაში, ეს არის ის ენერგია, რომელსაც ის მოახმარს სურვილს და იმ ხედვას, რომელიც ერთი წლის მანძილზე  მუშავდებოდა ყველა სფეროს ექსპერტებთან ერთად. „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი, ეს არის გუნდი, რომლის არცერთი წევრი არ არის აქ შემთხვევით მოსული, ჩვენი  სურვილია, რომ შევცვალოთ ის მძიმე რეალობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ჩვენი სფეროების მიხედვით გავაუმჯობესოთ ის ხედვა, რომელშიც ჩვენ 8 წლის მანძილზე ხელისუფლებამ ჩაგვაგდო.

ეს იქნება ჯანდაცვის, ეკონომიკის თუ უსაფრთხოების სფერო და მთავარია, რომ  ჩვენ გვაქვს, ერთი მხრივ, გამბედაობა და, მეორე მხრივ, იმის ცოდნა და ძალა, რომ ეს ყველაფერი შევცვალოთ. გთხოვთ, რომ  არ დაგეზაროთ საარჩევნო უბნებზე მისვლა, თქვენი ხმა გადამწყვეტია. ჩვენ ვიქნებით თქვენს სამსახურში პარლამენტში, არ დავიშურებთ ძალას და ღონეს იმისთვის, რომ  თქვენი ხმა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების საფუძველი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეული წევრი და გიორგი ვაშაძე, ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, მოვისმენთ თქვენს ხმას, გავიზიაროთ თქვენი პრობლემები და მოვაგვაროთ ეს ყოველივე პარლამენტში. აუცილებლად მიდით არჩევნებზე და შემოხაზეთ 27 ნომერი“ ,- თეონა აქუბარდია

მასალების გადაბეჭდვის წესი