ახალი ამბები

“ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია” – ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე

29 ოქტომბერი, 2020 • 1436
“ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია” – ჟორჟოლიანი ბუბა კიკაბიძის რუსულად სიმღერაზე

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენმ-დან ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია, სწორედ ამის გამო იმღერა ბუბა კიკაბიძემ რუსულად “თბილისოს” ნაწილი.

“სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა, რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს”, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

დღეს თავისუფლების მოედანზე ენმ/ძალა ერთობაშიას დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის საპარლამენტო სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ ორი სიმღერა შეასრულა, მათ შორის, “თბილისოც”. კიკაბიძემ რამდენიმე სტროფი რუსულად იმღერა, რასაც სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი