ქუთაისში “მთავარი არხის” კორესპონდენტის, ირაკლი ვაჩიბერაძის განცხადებით, უცნობმა პირებმა ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს.
როგორც ნეტგაზეთს ჟურნალისტმა განუცხადა, შემთხვევა ქუჩაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია პოლიცია.

შემთხვევის ადგილი © ირაკლი ვაჩიბერაძე
განახლება: შინაგან საქმეთა სამინსტრო პრესსამსახური აცხადებს, რომ “მთავარ არხის” ტექნიკა ნაპოვნია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.