ახალი ამბები

30 ოქტომბრიდან საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

29 ოქტომბერი, 2020 • 1078
30 ოქტომბრიდან საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთში კვლავ საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს, 28 ოქტომბერს, სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა.

ახალი რეგულაციები ძალაში პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან შევა  და პირველ დეკემბრამდე იმოქმედებს. ახალი შეზღუდვებით საფრანგეთის  რეგიონებს შორის გადაადგილება  იკრძალება და მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ სპეციალური სერტიფიკატით შეეძლებათ. ასევე დაიხურება არასასიცოცხლო მნიშვნელობის ბიზნესი, მათ შორის, ბარები და რესტორნებიც.

თუმცა სკოლები და ბაღები კვლავ ღია იქნება.

როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, უკვე გატარებული ზომები არასაკმარისია და  ვირუსის გავრცელების ასეთ სიჩქარეს ვერც კი წარმოიდგენდნენ. მისი თქმით, ვირუსის მეორე ტალღა პირველზე უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება. მისივე თქმით, დღეს ყველა რეგიონი მაღალი რისკის ზღვარზე დგას.

“ეს ტალღა ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება ჰოსპიტალური სისტემისთვის. საავადმყოფოები გამკლავებას ვეღარ მოახერხებენ, თუ მკაცრ ზომებს არ მივიღებთ ”, — განაცხადა მაკრონმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი