ახალი ამბები

“გირჩი ტვ” დაჰაკეს — ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 • 1558
“გირჩი ტვ” დაჰაკეს — ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებდს, რომ “გირჩი ტვ” დაჰაკეს. ამის შესახებ ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

“ცოტა ხნის წინ დაჰაკეს გირჩი ტვ. ტელევიზია და გირჩის production unit, რომელიც ამზადებდა წინასაარჩევნო ვიდეოებს – სრულად პარალიზებულია

დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, როგორც კი გავერკვევით, რა ხდება”, — წერს ჯაფარიძე.

როგორც ნეტგაზეთს პარტიაში განუცხადეს  “გირჩის”  შექმნის დღიდან არსებულ ფაილებსა და ვიდეობს ფორმატი  შეცვლილი აქვთ. მათივე თქმით,
აღნიშნულის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავთ და ამას არც აპირებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებას საკუთარი ძალებით შეეცდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი