ახალი ამბები

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” თანაქალაქელებს მიმართავს

28 ოქტომბერი, 2020 •
მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” თანაქალაქელებს მიმართავს

მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ადგილობრივ ამომრჩეველს მოუწოდებს, მხარი იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭირონ, ვინც პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას დაუჭერს მხარს.  დღეს ქალაქში შესაბამისი შინაარსის პლაკატებიც გამოჩნდა.

“ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას ! “- ასეთი შინაარსის პოსტერები გამოჩნდა ყოფილი საპარლამენტო ქალაქის ქუჩებში.

“პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები- სემეკი, კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი -რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს წაართვა. მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს, მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს”, – აცხადებენ მოძრაობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი