ახალი ამბები

მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 ოქტომბერი, 2020 •
მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თავად მიტროპოლიტმა დაუდასტურა.

მიტროპოლიტ სტეფანეს თქმით, ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნება.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 30303 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 11370 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 215 კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი