“გირჩის” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დადუგინდა. როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, ამის გამო მისი საარჩევნო კომპანია ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება. ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და მას მხარს ოპოზიცის ნაწილიც უჭერს.
“კოსტას, უმცროს შვილს, მოუვიდა დადებითი პასუხი კოვიდ-ტესტზე. მაღალი სიცხე ჰქონდა 3 დღე (სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია) და საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ამჟამად ბევრად უკეთესადაა. სხვა ოჯახის წევრები კარგად ვართ, მათ შორის, ნატა დაიტესტა და უარყოფითი პასუხი მოვიდა. სამწუხაროდ, ჩემი საჯარო აქტივობები უნდა შევზღუდო. კამპანიას მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გავაგრძელებ”, – წერს ჯაფარიძე Facebook-ზე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 595 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. სულ ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 22 803 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 9 401, გარდაიცვალა – 178.