ნეტგაზეთი | 9 რჩევა იტალიაში დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად 9 რჩევა იტალიაში დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად – Netgazeti
RU | GE  
9 რჩევა იტალიაში დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად.

9 რჩევა იტალიაში დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად

იტალია ყველა ჩვენგანისთვის,  ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია სამოგზაუროდ, უამრავი საინტერესო და ღირსშესანიშნავი კუთხე-კუნჭულით, კულტურული მემკვირდეობის შეუდარებელი ძეგლებით, ჰექტრებზე გადაჭიმული ვენახებითა და ულამაზესი სანაპიროებით. მაშ ასე, რა უნდა გაითვალისწინოთ იტალიაში მოგზაურობისას:

  1. შეამცირეთ ბარგის რაოდენობა მინიმუმამდე. იტალია სავსეა ვიწრო ქუჩებით, ქვაფენილებითა და საფეხურებით, რომლებზეც დიდი ჩემოდნებით გადაადგილება ნამდვილად გაგიჭირდებათ.
  2. აუცილებლად ისწავლეთ იტალიურად რამდენიმე ძირითადი ფრაზა, რადგან მოსახლეობის უმრავლესობამ ინგლისური არ იცის. გარდა ამისა, ისინი მეტად გულისხმიერები იქნებიან თქვენ მიმართ, თუ მშობლიურ ენაზე დაელაპარაკებით.

  3. ე.წ. სიესტა იტალიელებისთვის დღის მნიშვნელოვანი მონაკვეთია, ამიტომ მაღაზიებისა და რესტორნების უმეტესობა დღის პირველი საათიდან 4 საათამდე დაკეტილია. იტალიელების უმრავლესობა საღამოს 9 საათამდე არ ვახშმობს, მხოლოდ მსუბუქად თუ წაიხემსებენ 5 საათიდან 7 საათამდე. მიუხედავად ამისა, თუ ძალიან მოგშივდათ, თითქმის ყველა კუთხეში შეძლებთ თავბრუდამხვევად არომატული და უგემრიელესი იტალიური პიცის დაგემოვნებას, თანაც საკმაოდ იაფად. ასევე მრავლადაა ადგილები სადაც ჯელატოსა და პასტას გასინჯავთ.

  4. ღვინის მოყვარულებს გირჩევთ მენიუდან ყოველთვის სახლური ვარიანტი შეარჩიოთ. მიმტანი მას აუცილებლად დოქის მსგავსი ჭურჭლით გამოგიტანთ, რაც მთავარია, საკმაოდ მისაღებ ფასად.

  5. თუ იტალიის რომელიმე დიდ ქალაქში მოგზაურობთ და მთელი დღე გარეთ ხეტიალში უნდა გაატაროთ, გირჩევდით, რომ სახლიდან წაიღოთ წყლის ბოთლი, რომლის ახალი, კამკამა წყლით, ხელახლა შევსებას თითქმის ყოველ ნაბიჯზე მდებარე ფანტანებიდან შეძლებთ.

  6. ეცადეთ დიდ ქალაქებში ცენტრთან მაქსიმალურად ახლოს იქირაოთ ბინა. თუ ამას ფინანსურად ვერ გაწვდებით, მაშინ ავტობუსით გადაადგილებას ამჯობინეთ მატარებელი, რადგან ეს უკანასკნელი ბევრად უფრო სწრაფია.

  7. თუ ქალაქგარეთ წასვლას აპირებთ, დაიქირავეთ ავტომობილი. დიდ ქალაქებში გადასაადგილებლად მანქანის დაქირავებას არ გირჩევთ, რადგან ჩვეულებრივ, გზები ძალიან გადატვირთულია. გაითვალისწინეთ, გასაქირავებელი ავტომობილების უმრავლესობა მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა, ავტომატური კი შედარებით იშვიათი და ძვირია. დაგვერწმუნეთ, რომიდან ტოსკანამდე ავტომობილით ჩასვლა თქვენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო და ღირსშესანიშნავი მოვლენა იქნება.

  8. ქალაქგარეთ გასვლისას ასევე გაითვალისწინეთ, რომ უფასო ინტერნეტზე წვდომა შეგეზღუდებათ, ამიტომ რუკების მობილურ ტელეფონებში გადმოწერას გირჩევთ, საკმაოდ მოსახერხებელი და საჭირო ხრიკია, თანაც ტელეფონის მეხსიერების დიდ ნაწილს არ საჭიროებს.
  9. და ბოლოს ყველაზე მთავარი, გამგზავრებამდე არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევის მოწესრიგება. იმისთვის, რომ თავი, საკუთარი ქვეყნის გარეთაც, დაცულად იგრძნოთ აუცილებელია ყველა პირობის გათვალისწინებით, გულდასმით შეარჩიოთ პაკეტები და მოაწესრიგოთ სამოგზაურო დაზღვევა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი