ახალი ამბები

სოფელ ლატალის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

19 ოქტომბერი, 2020 • 769
სოფელ ლატალის მიმდებარედ ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძრის ქრობის სამუშოები მეორე დღეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, სალიკვიდაციო სამუშოები კი კვლავ გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩასაქრობად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან გუშინ გვიან ღამით ჩავიდნენ. დღევანდელი დილის მონაცემებით, ხანძრის კერებთან 125 მეხანძრე-მაშველი და ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი 10 ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში გუშინ შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი