ახალი ამბები

ლელა ცისკარიშვილი IRCT-ის პრეზიდენტად აირჩიეს

16 ოქტომბერი, 2020 • 2063
ლელა ცისკარიშვილი IRCT-ის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის (IRCT) პრეზიდენტად აირჩიეს.

ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ცენტრი ავრცელებს. IRCT-ის გენერალური ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში წარიმართა და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები და პრეზიდენტის არჩევნებიც მის ფარგლებში გაიმართა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცისკარიშვილი გენდერული ნიშნით ძალადობასა და ქგბტქი პირთა უფლებებზე მუშაობს და ამ მიმართულებით დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. შესაბამისად, ორგანიზაციაში მიიჩნევნ, რომ ის ახალ მიმართულებას შესძენს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობას.

ლელა ცისკარიშვილი პროფესიით ფსიქოლოგია. ის საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში 2000 წლიდან საქმიანობდა დოკუმენტალისტის პოზიციაზე, 2001 წელს გადავიდა ფსიქოლოგის თანამდებობაზე, ხოლო 2005 წლიდან ორგანიზაციის დირექტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი