ახალი ამბები

თბილისსა და იმერეთში გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ

15 ოქტომბერი, 2020 • 638
თბილისსა და იმერეთში გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ

ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 15 ოქტომბერს განაცადა, ხვალიდან თბილისსა და იმერეთში ასეთი ტიპის გასართობი დაწესებულება მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებს. როგორც ცნობილია, ანალოგიური რეჟიმი უკვე მოქმედებს აჭარაში.

გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილებები გაუარესებული ეპიდეიოლოგიური მდგომარეობით ახსნა.

საქართველოში უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 14 440-ს მიაღწია.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს გნაუცხადა, შემთხვევების უმეტესობა, 366, თბილისში გამოვლინდა, 286 შემთხვევა კი აჭარაში დაფიქსირდა.

მისი თქმით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 53% უკვე გამოჯანმრთელებულია და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 7 307-ს მიაღწია. ამჟამად მიმდინარე შემთხვევები, ენდელაძის თქმით, 7 073-ია.

მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ  გუშინ, 14 ოქტომბერს ახალი კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება მძიმე პაციენტების რაოდენობას, მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით კრიტიკულია 70-მდე პაციენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი