ახალი ამბები

კორონავირუსის 297 შემთხვევა თბილისში – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბერი, 2020 • 1507
კორონავირუსის 297 შემთხვევა თბილისში – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 297 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც დღეს დადასტურებული შემთხვევების 44%-ს შეადგენს.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 297;
  • აჭარა – 189;
  • იმერეთი – 150;
  • შიდა ქართლი – 12;
  • ქვემო ქართლი – 11;
  • მცხეთა-მთიანეთი – 9;
  • გურია – 6;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი 3;
  • კახეთი – 2;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1

14 ოქტომბრის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 680 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 13 521-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. კორონავრიუსით, ჯამში, ქვეყანაში 109 ადამიანია გარდაცვლილი.

დღევანდელი მონაცემებით, 292-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და გახდა 7 159. ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის  6 362 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთა ნაწილი ბინაზე, კოვიდსასტუმროებსა და კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 590 პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი