ახალი ამბები

დიდუბის 53-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა

13 ოქტომბერი, 2020 • 848
დიდუბის 53-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა

დიდუბის 53-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაუდასტურეს.

ცესკოში აცხადებენ, რომ კომისიის თავმჯდომარე 8 ოქტომბრის შემდეგ უბანზე არ ყოფილა და ვირუსი გუშინ ღამით დაუდგინდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ უბანზე მუდმივად ტარდება დეზინფექცია და თერმოსკრინინგი, ამასთან, მუშავდება ინვენტარი.

ცესკოს განცხადებით, აღნიშნულ ხელს არ შეუშლის საარჩევნო პროცესს, რადგანაც არჩევნებამდე ორ კვირაზე მეტია დარჩენილი და თუ ამ ვადაში აღნიშნული პიროვნება უფლებამოსილების განხორციელებას ვერ შეძლებს, მისი უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესაც შეუძლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი