ახალი ამბები

პირბადე და სიცხის გაზომვა — წესები სვეტიცხოვლობაზე დასწრების მსურველებისთვის

13 ოქტომბერი, 2020 • 755
პირბადე და სიცხის გაზომვა — წესები სვეტიცხოვლობაზე დასწრების მსურველებისთვის

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში შესვლის მსურველებს სიცხეს გაუზომავენ. გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცლეების პრევენციის მიზნით, აუცილებელი იქნება, ყველას ეკეთოს პირბადე და დაიცვან დისტანცია.

გარდა ამისა, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო, რაც წინა წლებში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო.

საპატრიარქოს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა -10:00 საათზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი