ახალი ამბები

მესტიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

12 ოქტომბერი, 2020 • 611
მესტიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიზის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძრის კერა მთის ფერდობზეა და ამ დროისთვის ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე მისულია მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი და ცეცხლს ინდივიდუალური აღჭურვილობით აქრობენ.
“რთული რელიეფის გამო, კერასთან სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი”, — აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი