ახალი ამბები

ათენში, სადაც სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა დაპირისპირება მოხდა

11 ოქტომბერი, 2020 • 1593
ათენში, სადაც სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა დაპირისპირება მოხდა

ათენში სადაც მიხეილ სააკაშვილი იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შეხვდა, დაპირისპირება მოხდა. “მთავარი არხი” შეხვედრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთმა პირმა სააკაშვილზე თავდასხმა სცადა. თავად სააკაშვილი მომხდარს “ქართულ ოცნების” მიერ ორგანიზებულს უწოდებს.

“იყო მართლაც უმაღლესი შეხვედრა. ათასობით გულანთებული ადამიანი და ამ ფონზე რამდენიმე ნიღბებში ქურდულად უკან მოგვეპარა და თავდასხმა სცადა. ერთ-ერთი პრობლემა ის იყო რომ საბერძნეთის სპეცრაზმმა გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე ქალი დაზარალდა,”-აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ათენში შეხვედრა შეხვედრა გუშინ, 10 ოქტომბერს, Fecebook-ზე დაანონსა. როგორც სააკაშვილი წერდა ხელისუფლება პროვოკაციისთვის ემზადებოდა, თუმცა ამის მიუხედავად აცხადებდა, რომ მოქალაქეებთან შეხვდრა მაინც გაიმართებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი