ახალი ამბები

სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

9 ოქტომბერი, 2020 • 1269
სათნოების სახლში მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრა „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით.

თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. როგორც დეკანოზმა იოანე ბარამიძემ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, გარდაცვლილებს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ.

„სავანეში“ კარანტინი კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი