სომხეთის გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული სამხედრო ძალები უწყვეტ რეჟიმში ბომბავენ მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტს [აზერბაიჯანულად ხანქენდის].

სტეფანაკერტის დაბომბვის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა „ბილდის“ რეპორტიორი, რომელიც ყარაბაღში იმყოფება.

ცოტა ხნით ადრე აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სომხეთის სამხედრო ძალების მხრიდან თავდასხმა. სომხეთი უარყოფს ნავთობსადენის მიზანში ამოღებას.

4 სისტემური ცვლილება ყარაბაღის კონფლიქტში