ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებს ითვლიან | ყარაბაღის კონფლიქტი

6 ოქტომბერი, 2020 • 787
მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგებს ითვლიან | ყარაბაღის კონფლიქტი

დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის სახალხო ომბუდსმენის, ართაკ ბეგლარიანის განცხადებით, 27 სექტემბრიდან დღემდე ყარაბაღის 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენი საკუთარი twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.

ომბუდსმენის განცხადებით, დაშავებულია 80 მოქალაქე. ასევე, დაზიანდა 2100 ერთეული სახლი, 240 მანქანა და 350 სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც აზერბაიჯანული გამოცემა APA აქვეყნებს, სომხური მხარის მიერ განხორციელებულ დაბომბვებს შეეწირა აზერბაიჯანის 27 მოქალაქე.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაშავებულია 141 მოქალაქე, 376 საცხოვრებელი სახლი და 63 სამოქალაქო დანიშნულების შენობა.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. კონფლიქტის მიმდინარეობისას, ოფიციალური ბაქოს მიხედვით, სომხური მხარის მიერ დაიბომბა აზერბიჯანული ქალაქები, მათ შორის განჯა, მინგეჩაური, ბარდა, ბელაგანი, ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანმა დაბომბა ქალაქები შუში და სტეფანაკერტის საცხოვრებელი რაიონები. ასევე სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი