ახალი ამბები

კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა | 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერი, 2020 • 1065
კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა | 4 ოქტომბერი

დღეს, 4 ოქტომბერს გამოვლინდა კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათზე მოდის მთელი ქვეყნის მასშტაბით. გასული დღე-ღამის განმავლობაში 252 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 – დაიღუპა.

ამ დროისთვის, სულ კორონავირუსის გავრცელების დასაწყისიდან დღემდე საქართველოში ინფიცირების 8118 შემთხვევაა დაფიქსირებული.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 8118
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 4244 (+252 ბოლო 24 საათში)
  • მათ შორის გარდაცვლილი – 50 (+2 ბოლო 24 საათში)
  • კარანტინის რეჟიმში – 5392
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1100
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მასალების გადაბეჭდვის წესი