ახალი ამბები

ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით პირი აეროპორტში დააკავეს

4 ოქტომბერი, 2020 • 775
ნარკოტიკების შემოტანის ბრალდებით პირი აეროპორტში დააკავეს

1978 წელს დაბადებული გ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა გ.გ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

“პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და ფსიქოტროპული პრეპარატი „ლირიკა“.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი