ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სამხედრო გადაზიდვები შეჩერებული აქვს – გომელაური

3 ოქტომბერი, 2020 • 1581
სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით საქართველოს სამხედრო გადაზიდვები შეჩერებული აქვს – გომელაური

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით თბილისში დღეს, 3 ოქტომბერს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა, რასთან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გაიმართა.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველო კვლავ გამოთქვამს მზაობას, ჩაერთოს და მოლაპარაკებების პლატფორმა შესთავაზოს დაპირისპირებულ სომხეთსა და აზერბაიჯანს.

გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების განახლებიდან საქართველო საჰაერო და სახმელეთო გზებით უპრობლემოდ ატარებს სამოქალაქო დანიშნულების ტვირთებს კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყნის მიმართულებით და ამ კუთხით შეზღუდვები არ დაწესებულა.

რაც შეეხება სამხედრო დანიშნულების ტვირთებს, როგორც გომელაურმა განმარტა, აღნიშნული სახის გადაზიდვები საქართველოს საჰაერო და სახმელეთო გზებით ორივე ქვეყნისთვის შეჩერებულია კონფლიქტის დაწყების პერიოდიდან და ამის შესახებ გაფრთხილებულია როგორც სომხეთი, ისე – აზერბაიჯანი.

უსაფრთხოების საბჭოს განცხადება სრულად ნახეთ აქ:

ჩვენი საერთო ინტერესია, რეგიონში სწრაფად აღდგეს მშვიდობა – უსაფრთხოების საბჭო

მასალების გადაბეჭდვის წესი