ახალი ამბები

თბილისის ეკლესიაში მსახურება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა

2 ოქტომბერი, 2020 • 1210
თბილისის ეკლესიაში მსახურება კორონავირუსის გავრცელების გამო შეწყდა

თბილისის ერთ-ერთ ეკლესიაში კორონავირუსის გავრცელების გამო მსახურება შეწყდა.

ნეტგაზეთს საპატრიარქოში დაუდასტურეს, რომ მრევლს შორის კორონავირუსის გავრცელების გამო გარკვეული პერიოდით ეკლესიაში მსახურება შეწყდა. თუმცა, კონკრეტულად რომელ ეკლესიაზეა საუბარი – არ დაუკონკრეტებიათ.

მანამდე „მთავარ არხს“ მეზობლებმა უთხრეს, რომ ვირუსი პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარსა და მრევლს დაუდასტურდა. ტელეკომპანიის გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია, რომ ტაძრის კარზე გამოკრულია წარწერაც – „მრევლის საყურადღებოდ! ტაძარი დაიკეტა 10 დღით და არ გაიღება“.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, უწყებაში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს მოკლვევა და განცხადებას შემდგომ გაავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი