ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

2 ოქტომბერი, 2020 • 1269
სომხეთმა ისრაელიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია

სომხეთმა თელ-ავივიდან საკუთარი ელჩი გაიწვია ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის იარაღით ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ანა ნაღდალიანის განცხადებით, ისრაელის მოქმედებები სომხეთისთვის საზიანოა.

“ისრაელის სამუშაო სტილი სომხეთისთვის მიუღებელია, ამიტომ სამინისტრო იძულებულია, უკან გამოიხმოს საკუთარი ელჩი” ,- განაცხადა მან მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელი წუხს სომხეთის მიერ მიღებულ გადაწყეტილებაზე.

“ისრაელი მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ურთიერთობებს და ხედავს, რომ სომხეთის საელჩო ისრაელში არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რათა ჩვენმა [სომხეთ-ისრაელის] ურთიერთობებმა სიკეთე მოუტანოს ორივე ხალხს”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი სომხური ძალების წინააღმდეგ იყენებს ებრაული წარმოების დრონებს, მათ შორის, სადაზვერვო და თავდასხმითი მიზნებით.
იმის მიუხედავად, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1990-იანი წლებიდან არსებობს,  სომხეთს საელჩო ისრაელში არასდროს ქონია, ხოლო ისრაელი ხვდებოდა სომხეთის ქაიროს საელჩოს დაფარვის ზონაში. 2019 წელს მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სომხური საელჩო ისრაელის ტერიტორიაზე გაიხსნებოდა, რომელიც ოფიციალურად 2020 წლის სექტემბერში, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებამდე ადრე გაიხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი