ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური მხარის ცნობით, ერევანთან ახლოს აზერბაიჯანის საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

2 ოქტომბერი, 2020 • 812
სომხური მხარის ცნობით, ერევანთან ახლოს აზერბაიჯანის საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ერევნიდან დაახლოებით 50 კილომეტრში, კოტაიკის თავზე უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა, რომელიც სომხეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ცოტა ხნით ადრე კი, სომხური მხარის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებიდან აზერბაიჯანმა სომხეთის რამდენიმე სოფლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა.

აზერბაიჯანს სომხური მხარის ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც 27 სექტემბერს დილით დაიწყო, კვლავ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი