ახალი ამბები

რატომ დახატეს პორტრეტი ვარკეთილის კორპუსზე – მერიის განმარტება

1 ოქტომბერი, 2020 • 2324
რატომ დახატეს პორტრეტი ვარკეთილის კორპუსზე – მერიის განმარტება

ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსზე რამდენიმე დღის წინ პორტრეტი გაჩნდა. ამ ნახატმა მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია, თუმცა მერიაში ამბობენ, რომ უშუალოდ კორპუსის მაცხოვრებლებთან გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმდა.

ვარკეთილში მერიამ გადაწყვიტა, კორპუსები მოხატოს. ბევრი იფიქრეს, რა დავხატოთო და ბოლოს “კაი ბიჭის” და დახატეს

Posted by გიორგი ფხალაძე on Wednesday, 30 September 2020

როგორც ნეტგაზეთს უწყებაში განუმარტეს, 24 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე თბილისში საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST ტარდება – „რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის რამდენიმე კედელი. თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით გაიმართება ღია ვორკშოპი, სადაც ცნობილი მხატვრები ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს გაუზიარებენ გამოცდილებას,“.

ამ პროექტის მხარდამჭერი, კერძო კომპანიებთან ერთად, თბილისის მერიაცაა. უწყებაში ამბობენ, რომ წელს პროექტში არაერთი მხატვარი მონაწილეობს, მათ შორის, ქართველი მხატვარი, გიორგი მასხარაშვილი.

„ვარკეთილის რაიონში მდებარე ერთ-ერთ კორპუსზე შესრულებული სტრიტ არტიც სწორედ ამ ფესტივალის ფარგლებში შესრულდა. ესკიზი წინასწარ იყო შეთანხმებული კორპუსის ყველა მცხოვრებთან“, – ამბობს მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი