ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“გუშინ შედარებით მშვიდი ღამე იყო” – ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერი

1 ოქტომბერი, 2020 • 1133
“გუშინ შედარებით მშვიდი ღამე იყო” – ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერი

პირველად 27 სექტემბრის შემდეგ, ფრონტის ხაზის მთელ მონაკვეთზე იყო შედარებით წყნარი ღამე, გარდა რამდენიმე ორმხრივი ცეცხლის გახსნის შემთხვევისა – განაცხადა მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსპიკერმა ვაჰრამ პოღოსიანმა.

„ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სიტუაცია შედარებით წყნარია, თუმცა ომი გრძელდება და ის არ დასრულებულა. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო სრულად აკონტროლებს სიტუაციას. აზერბაიჯანის ყველა პროვოკაციული ქმედებას მოჰყვება შესაბამისი პასუხი” ,- განაცხადა მან.

პოღოსიანმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაცია მთიან ყარაბაღში არის სტაბილური, არ არის პანიკა, ან რაიმე განსაკუთრებული პრობლემები.

მთიან ყარაბაღში სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი 27 სექტემბერს გამთენიისას განახლდა. 30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აემოქმედებინა შეჩერების მექანიზმი და მხარეებს მოუწოდა მშვიდობისაკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი