ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღს, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ – აზერბაიჯანის ელჩი

30 სექტემბერი, 2020 • 3538
თუ სომხეთი აღიარებს ყარაბაღს, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ – აზერბაიჯანის ელჩი

თუკი სომხეთი აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, მაშინ ომს გავაგრძელებთ გამარჯვებამდე – აცხადებს ტელეკომპანია დოჟდის პირდაპირ ეთერში აზერბაიჯანის სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში.

ფოლად ბულბულოღლის განცხადებით, სომხეთი ამ შემთხვევაში უკანასკნელ ხიდსაც დაწვავს.

“კონფლიქტი ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს იმის გამო, რომ სომხეთს არ უნდა აღიაროს, რომ მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ტერიტორია და მიიჩნევს მას, როგორც თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას”, – აცხადებს იგი.

აზერბაიჯანის ელჩის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანი არ არის მთიანი ყარაბაღიდან ადგილობრივი მოსახლეობის განდევნა.

“ასეთი მიზანი არ არსებობს, აზერბაიჯანის მიზანია აზერბაიჯანელების დაბრუნება საკუთარ მიწებზე, სადაც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ” ,- დასძინა მან.

27 სექტემბრის დილიდან მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები ისევ განახლდა. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. მხარეები მსხვერპლზე საუბრობენ და სამხედრო მოქმედებების განახლებაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეტაკებები გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი