ახალი ამბები

“იმედია გამოძიება ოპერატიულად წარიმართება” – ომბუდსმენი მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე

29 სექტემბერი, 2020 • 654
“იმედია გამოძიება ოპერატიულად წარიმართება” – ომბუდსმენი მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ყურადღებით აკვირდება მარნეულში მიმდინარე მოვლენებს და ამ წუთებში აპარატის თანამშრომლები ადგილზე მიემგზავრებიან სიტუაციის დეტალურად გაცნობის მიზნით.

ომბუდსმენის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები (ტელეკომპანია მთავარი, საზოგადოებრივი მაუწყებელი):

“ჩვენი პირველადი კომუნიკაციით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, დაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ბრალდებით. იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად”, – ამბობენ ომბუდსმენის აპარატში.

მასალების გადაბეჭდვის წესი