საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” განცხადებით, მარნეულში “პირველი არხის” გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდენ.
ტელეკომპანიის განცხადებით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
“ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია. საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.
რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მარნეულში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფსაც. ტელეკომპანიის განცხადებით, მათ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი.
“მთავარი არხის” თქმით, მარნეულში მათ 4 თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
