ახალი ამბები

ხაბეიშვილის თქმით, ბაღის დირექტორი თანამშრომლებს სუბარის შეხვედრაზე მისვლას აიძულებს

29 სექტემბერი, 2020 • 992
ხაბეიშვილის თქმით, ბაღის დირექტორი თანამშრომლებს სუბარის შეხვედრაზე მისვლას აიძულებს

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის ოლქში, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თბილისის 76-ე საბავშვო ბაღის დირექტორი და საქმის მწარმოებელი აიძულებენ ბაღის თანამშრომლებს, მმართველი პარტიის კანდიდატის შეხვედრაზე მივიდნენ.

ხაბეიშვილის მტკიცებითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღში დასაქმებულ პირები”საკუთარი თავებით” აგებენ პასუხს. ხაბეიშვილის განვრცელებულ “სქრინებში” საერთო “ჩატის” ერთ-ერთი წევრი წერს, რომ იგეგმება სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატთან “ქართული ოცნებიდან”, სოსაზ სუბართან შეხვედრა, იქ “ყველა უნდა მივიდეს” და რომ ეს “ნატოს” ბრძანებაა. ხაბეიშვილის მტკიცებით, საუბარია 76-ე ბაღის დირექტრ ნატო გაბისიანზე.

“76 – ე ბაღის დირექტორი და საქმის მწარმოებელი აიძულებენ, აშანტაჟებენ პედაგოგებს, რომ “ოცნების” შეხვედრებზე იარონ, მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო კანდიდატს და თუ ამას არ გააკეთებენ, “თავებით” აგებენ პასუხს.

ეს ხალხი ჩადის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს და პირად კონტროლზე მყავს აყვანილი სამგორის რაიონში ყველა ბაღში ასეთი ფაქტები”, – წერს ხაბეიშვილი.

ნეტგაზეთი თბილისის ბაღების სააგენტოს დაუკავშირდა, რომელის დაქვემდებარებაშიც 76-ე საბავშვო ბაღი იმყოფება. სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო თუ ვინმეს სამართალდარღვევაზე ეჭვი აქვს, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი