თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
