ახალი ამბები

“დინამო” ფარერის კუნძულების კლუბთან წაგებისთვის ბოდიშს იხდის

28 სექტემბერი, 2020 • 1438
“დინამო” ფარერის კუნძულების კლუბთან წაგებისთვის ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი “დინამო თბილისი” ბოდიშს იხდის უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ფარერების კუნძულების კლუბ „კლაკსვიკსთან” წაგების გამო. განცხადება ამის შესახებ “დინამო თბილისმა” ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

“ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია”, – წერია განცხადებაში.

“დინამო თბილისი” ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. კლუბი ფარერის კუნძულების კლუბ “კლაკსვიკსთან” 1:6 ანგარიშით დამარცხდა. “დინამოდან” ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ვიტორ პერნამბუკომ გაიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი