ნეტგაზეთი | კალაძის თქმით, ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე მერის თანამდებობას არ დატოვებს კალაძის თქმით, ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე მერის თანამდებობას არ დატოვებს – Netgazeti
RU | GE  

კალაძის თქმით, ივანიშვილის თხოვნის საფუძველზე მერის თანამდებობას არ დატოვებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობის დატოვება რომ სთხოვოს, “არ გადადგება”. ამის შესახებ კალაძემ “პალიტრანიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ გადავდგები, რატომ უნდა გადავდგე, მე თუ ჩავთვლი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რაც თბილისს და თბილისელებს სჭირდებათ… მე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული და კარგად მაქვს გააზრებული, რა თანამდებობაზე ვიმყოფები. შეიძლება ვინმესთვის ეს კონკრეტული თანამდებობა გარკვეული პრივილეგიები იყოს, ჩემთვის ეს არის მსახურება”, – უპასუხა კალაძემ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კითხვაზე, გადადგებოდა თუ არა მერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში.

კახა კალაძე “ქართული ოცნების” გენერალური მდივანია. ის თბილისის მერი 2017 წლიდანაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი