ნეტგაზეთი | ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება – Netgazeti
RU | GE  
შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება

დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში მეწარმე სუბიეტების მიმართ ზეწოლის მიზნით  კონტროლის ღონისძიებები განახორციელეს.  

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ  საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, საგადასახადო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი რისკის მქონე გადასახადის გადამხდელებთან სისტემატურად ახორციელებს მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, მათ შორის, ინვენტარიზაციას. 

ინვენტარიზაციის მიზანია, მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების, წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული საქონლის (ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.

აღნიშნული პროცესი ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვით და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების შენახვაზე პასუხისმგებელი  პირების უშუალო მონაწილეობა აუცილებელია. ამასთან, თუ კონტროლის პროცედურები (ფაქტობრივი აღრიცხვა) ერთი დღის განმავლობაში ვერ დასრულდება,  საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მიერ, სათავსო ილუქება და კანონმდებლობით დადგენილი წესით, დგება შესაბამისი დალუქვის ოქმი. 

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებს ახორციელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ამგვარი ღონისძიებები განხორციელდა ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ რეგიონებში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტების მიმართ საგადასახადო კონტროლის პროცედურები განხორციელდა კანონმდებლობის სრული დაცვით. 

აღსანიშნავია, რომ  2020 წლის სექტემბრში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 245 ფაქტი გამოვლინდა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი