ახალი ამბები

რუსთავის ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექტემბერი, 2020 •
რუსთავის ციხის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, აღნიშნული პირი დაწესებულების მხოლოდ გარე პერიმეტრზე მუშაობდა და პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

“მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით. მხოლოდ ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებული იზოლაციის ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ დაუბრუნდებიან ისინი საკუთარ სამუშაო ადგილს”, – აცხადებს პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, სივრცეში, სადაც კოვიდ-ინფიცირებული მუშაობდა, ჩატარდა დეზინფექცია. ინფიცრებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი