ახალი ამბები

“საარჩევნო კომპასი” – გაიგეთ, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს

23 სექტემბერი, 2020 • 3566
“საარჩევნო კომპასი” – გაიგეთ, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ახლოს

დღეს, 23 სექტემბერს, აპლიკაციის —  “საარჩევნო კომპასი საქართველოს” პრეზენტაცია გაიმართა.  აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, დღეიდან kompasi.partiebi.ge-ზე შესულ ამომრჩეველს შეუძლია გაიგოს, მასთან ყველაზე ახლოს რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას.

აპლიკაცია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას მოიცავს და ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ემსახურება.

პროექტის კვლევითი კომპონენტები ხორციელდება CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევრების მიერ.

მეთოდოლოგიურ ექსპერტიზასა და ტექნოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ნიდერლანდური კომპანია “Kieskompas”.

მასალების გადაბეჭდვის წესი