რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი ღია წერილით პასუხობს პუტინს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ნავალნიმ თავი, შესაძლოა, თავად მოიწამლა.
როგორც Meduza ფრანგულ გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით წერს, 14 სექტემბერს პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის საუბარი შედგა. Le Monde წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა დაუშვა ის შესაძლებლობაც, რომ ნავალნის შეეძლო „ნოვიჩოკით“ საკუთარი თავის მოწამვლა. მაკრონმა კი ეს შესაძლებლობა უარყო.
„პუტინმა ფრანგ კოლეგას უთხრა: ნავალნის თვითონ შეეძლო საწამლავის მიღება. კარგი ვერსიაა. ვფიქრობ, იმსახურებს დეტალურ შესწავლას. მოვხარშე სამზარეულოში „ნოვიჩოკი“, ჩუმად დავლიე მათარიდან თვითმფრინავში. ჩავვარდი კომაში. მანამდე კი შევუთანხმდი ცოლს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვს, რომ მკურნალობისთვის გერმანიაში გადამიყვანონ – არავითარ შემთხვევაში ეს არ დაუშვან.
ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და შემდგომ ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზადმ იუთითებდნენ, რომ „საკმარისად იცხოვრა“ – აი, ეს იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. მაგრამ პუტინმა მომიგო. მას ასე მარტივად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე, როგორც იდიოტმა, 18 დღე კომაში გავატარე, თუმცა ჩემსას მაინც ვერ მივაღწიე. პროვოკაცია არ გამოვიდა“, – წერს ნავალნი.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ალექსეი ნავალნი კლინიკიდან გაწერეს. განცხადებაში, რომელიც გერმანულმა კლინიკა „შარიტემ“ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმები ამავე განცხადებაში განმარტავენ, რომ ნავალნის სრული გამოჯანმრთელება შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, მოწამვლის ზეგავლენა სამომავლოდ მაინც აისახოს ორგანიზმზე.
ალექსეი ნავალნიმ „შარიტეში“ 36 დღე გაატარა, საიდანაც 24 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა.
ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.
მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა და მხარდამჭერებმა ეს უკანასკნელი მოითხოვეს და სპეციალური რეისი დააორგანიზეს.
22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი მოწამლეს. 7 სექტემბერს