ახალი ამბები

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

23 სექტემბერი, 2020 •
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტ “სარფის” გავლით საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 299 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება 35 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი