ნეტგაზეთი | ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე – Netgazeti
RU | GE  

ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად — უგულავა გეწაძეზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგალავა ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კახა გეწაძის დასახელებას და ამბობს, რომ “სირცხვილია”.

უგულავას თქმით, გეწაძე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის (რიჟა) პარტნიორია, რომელიც გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის მოწმე იყო.

“ესაა თქვენი “ადგილობრივი გენერალი”? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა, ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად, ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). ის იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ, ან ამბობენ – კიდევ კარგი, ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში “მოჩალიჩე” ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა, კარგად მოიკითხეთ, 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლში თუ გაუელვია”, — წერს უგულავა “ფეისბუქზე”.

როგორც უგულავა ამბობს, ამოცანა გეწაძისნაირი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს, არათუ მაჟორიტარად დაყენება.

“აი, ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია, რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა. #სირცხვილია. ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში”, — წერს უგულავა.

გიგი უგულავას გამოეხმაურა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლაძე, რომელის თქმითაც, უგულავს პოსტები მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ სწორ გზაზე დგანან. წითლაძის თქმით, უგულავასნაირი “არასწორი” ტიპები ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ.

წითლიძის მოსაზრებით, უგულავამ უკვე არაერთხელ “დაკარგა სახე” და ავიწყდება, რომ მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია..

“ჯერ ერთი: შენ ვინ გკითხავს, ენმ ვის დააყენებს კანდიდატად. შენ რომ ენმ-ის ლიდერი იყავი, გეწაძე მაშინაც ზესტაფონის პარტიის თავმჯდომარე იყო და ეს პრეტენზიები მაშინ არცერთი არ გქონია. უფრო მეტიც, შენგან განსხვავებით, გეწაძე მაშინაც პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი იყო, შენ რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ ჯართი გვეძახე. შენგან განსხვავებით, არც პარტიისთვის უღალატია, არც გუნდისთვის და არც ღირებულებებისთვის. ჯერ ჯართი არ უძახია და მერე “იქნებ ზუგდიდი დამითმოთ” მუხლებზე ჩოქვით არ მდგარა. ჯერ კანდიდატი არ დაგვიყენებია ზუგდიდში და რასაც აქ შენ კადრულობ, ეგეც გეყოფა გაბანძებისთვის”, — წერს წითლაძე “ფეისბუქზე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი