ახალი ამბები

ჭიათურაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

19 სექტემბერი, 2020 • 835
ჭიათურაში ნარკორეალიზატორი დააკავეს

ჭიათურაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო”, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს და დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი