ახალი ამბები

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2020 • 639
რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს პატიმრობა შეეფარდა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება 16 სექტემბერს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრას.

მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებ მძიმე დაზიანების ბრალდებით რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა. შსს-ს თანახმად, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს.

დაჭრის საქმეზე რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი