ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

19 სექტემბერი, 2020 • 734
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფიცირებული თანამშრომელი  სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

“მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა, შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია”, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი