ახალი ამბები

მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა

18 სექტემბერი, 2020 • 1072
მე-2 კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წლის მე-2 კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 12.3%-ით შემცირდა და მშპ-ს მოცულობამ მიმდინარე ფასებში 11 მილიარდი ლარი შეადგინა. თითქმის 200 ლარით შემცირდა მშპ-ს მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 3 016 ლარი შეადგინა.

მეორე კვარტალში კლება დაფიქსირდა ეკონომიკის შემდეგ დარგებში:

  •  საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი -13.2%;
  • მშენებლობა – 24.5%;
  • განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები -40%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება -22.6%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა -12.1 %.

საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში ყველაზე დიდი წილი, 14%-ზე მეტი, კვლავ ვაჭრობას უჭირავს, რომლის მოცულობა მე-2 კვარტალში დაახლოებით 1.4 მილიარდი ლარი შეადინა. შემდეგ მოდის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 12.7%-ით და სოფლის მეურნეობა 10.2%-ით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი