ნეტგაზეთი | თბილისის მერია ფოტოგრაფებს დაეხმარება — კალაძე თბილისის მერია ფოტოგრაფებს დაეხმარება — კალაძე – Netgazeti

თბილისის მერია ფოტოგრაფებს დაეხმარება — კალაძე

თბილისის მერი,ს კახა კალაძის თქმით, მერია ფოტოგრაფებს დაეხმარება. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 16 სექტემბერს, გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც  “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუმარტეს, მერიის კულტურის სამსახურს შემუშავებული აქვს პოსტკოვიდურ პერიოდში კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერის და დახმარების სტრატეგია და ამის ფარგლებში მოხდება ფოტოგრაფების მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვა და მხარდაჭერა.

“მინდა გამოვეხმაურო ფოტოგრაფების გულისტკივილს და მინდა მათაც მივმართო, რომ მათაც დავეხმარებით. შესაბამისად, მოგვმართონ მერიაში და არსებული პროგრამების ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას. მე მგონი, ყველას კარგად გვესმის არსებული ვითარება და მდგომარეობა”, — განაცხადა კალაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი