ახალი ამბები

78%: უკეთესი იქნებოდა საპენსიო ფონდში 2%-ის გადახდა ნებაყოფლობითი იყოს – NDI

14 სექტემბერი, 2020 • 910
78%: უკეთესი იქნებოდა საპენსიო ფონდში 2%-ის გადახდა ნებაყოფლობითი იყოს – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, გამოკითხულთა 78% მიიჩნევს, რომ უკეთსი იქნებოდა, თუ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის საპენსიო ფონდში ხელფასის 2%-ის გადარიცხვა ნებაყოფლობითი იქნებოდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 19% აცხადებს, რომ ამჟამად ჩართულია დაგროვებით საპენსიო პროგრამაში მათი 38% კი ამბობს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, დანაზოგს გაიტანდა, 58% კი ამბობს, რომ ამას არ გააკეთებდა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი